GCompris მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამების ნაკრებია, რომელიც 2-10 ასაკის ბავშვებისთვის დიდი რაოდენობით აქტივობებს შეიცავს.
ზოგიერთი აქტივობა თამაშს წააგავს, მაგრამ მაინც საგანმანათლებლოა.
ქვემოთ იპოვით კატეგორიების სიას ზოგიერთი აქტივობებით, რომლებიც ამ კატეგორიას ეკუთვნის.
- კომპიუტერის გაცნობა: კლავიატურა, თაგუნა, თაგუნას ჟესტები და ა.შ.
- არითმეტიკა: ცხრილის დამახსოვრება, ჩამონათვალები, გამოსახულების ანარეკლი, სასწორის გასწორება, ხურდის დაბრუნება და ა.შ.
- მეცნიერება: არხის ჩაკეტვა, ფერების შერევა, წარმოდგენა მიზიდულობაზე და ა.შ.
- თამაშები: მეხსიერება, ოთხის შეერთება, სუდოკუ, ჰანოის კოშკი და ა.შ.
- წაკითხვა: კითხვაში მეცადინეობა და ა.შ.
- სხვები: ისწავლეთ საათის თქმა, ბრაილის სისტემა, მეიზი, მუსიკალური ინსტრუმენტები და ა.შ.
ამჟამად GCompris 100-ზე მეტი აქტივობისგან შედგება და კიდევ ბევრი ემატება. GCompris უფასო პროგრამაა, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, ის საკუთარ მოთხოვნებს მოარგოთ, გაუმჯობესოთ და რაც მთავარია, ბავშვებს გაუზიაროთ.
